სასწავლო პროექტის ჩეკლისტში მოვნიშნეთ ყველა ის რესურსი რაცშევქმენით სასწავლო პროექტისთვის ამ ტრენინგის მანძილზე, პარალელურად გადავამოწმეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი და აღნიშვნა გავუკეთეთ ყველა იმ მახასიათებლებს რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლებში განხორციელებული სასწავლო პროექტი.
ვიმუშავეთ ბლოგებზე, ჩავსვით გაჯეტები და
გავეკეთეთ რეფლექსია ბლოგზე.
.Intel -ის ტრენინგის ბოლო
დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და
გავაკეთე რეფლექსია.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტებზე მუშაობისას...
ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების,ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლოპროცესში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.
No comments:
Post a Comment