ekaterine
Friday, June 17, 2016
მეცხრე ტრენინგდღის რეფლექსია
სასწავლო პროექტის ჩეკლისტში მოვნიშნეთ ყველა ის რესურსი რაცშევქმენით სასწავლო პროექტისთვის ამ ტრენინგის მანძილზე, პარალელურად გადავამოწმეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი და აღნიშვნა გავუკეთეთ ყველა იმ მახასიათებლებს რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლებში განხორციელებული სასწავლო პროექტი.
ვიმუშავეთ ბლოგებზე, ჩავსვით გაჯეტები და
გავეკეთეთ რეფლექსია ბლოგზე.
.Intel -ის ტრენინგის ბოლო
დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და
გავაკეთე რეფლექსია.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტებზე მუშაობისას...
ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების,ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლოპროცესში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.
მერვე ტრენინგდღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგდღეს დავამთავრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პროგრამა Power Pointში. აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.
წინ გველოდება საკმაოდ საინტერესო სამუშაო.
მეშვიდე ტრენინგდღის რეფლექსია
საკმაოდ შრომატევადი სამუშაო შევასრულე. რაც შემეგში მდგომარეობს :
1. მულტიმედიური პრეზენტაციის რუბრიკა მოვარგე ჩემს საპროექტო თემას.
2. შემდეგ, რუბრიკის მიხედვით შევქმენი პრეზენტაციის შაბლონი, სადაც გავწერე გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა შევქმნა მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი.
3. მოვიძიე და გადმოვწერე ტექსტური და გრაფიკული მასალა პრეზენტაციის შესაქმნელად.
ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო.
მეექვსე ტრენინგდღის რეფლექსია
მეექვსე დღეს ვიმუშავე ისევ შეფასების ინსტრუმენტებზე. კერძოდ, პროგრესის მონიტორინგის, მოსწავლეთა აზროვნებაზე დაკვირვების, თვითშეფასების მონიტორინგის და რეფლექსიის შეფასების ინსტრუმენტებზე. დავამთავრე შეფასების დროის ჩარჩოზე და შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მო ნახაზზე მუშაობა.
მეხუთე ტრენინგდღის რეფლექსია
ტრენინგი უფრო საინტერესო ხდება. ვიმუშავე შეფასების მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე, კერძოდ, წინარე ცოდნის შეფასებასა და საჭიროებების დადგენაზე.
შევავსე KWL ცხრილი.
დღეს გამიადვილდა მუშაობა, რადგან აღნიშნული საკითხი ნაცნობი იყო ჩემთვის, ხშირად ვიყენებ მას სასწავლო პროცესში.
Wednesday, June 1, 2016
მეოთხე ტრენინგდღის რეფლექსია
ტრენერმა გაგვაცნო ინფორმაცია მიმრთულების მიმცემი კითხვების შესახებ, გვესაუბრა და
ჯგუფში განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,
Google
doc-ების საშუალებით ტრენერმა გაგვიზიარა ჯგუფს სავარჯიშო „გონებრივი იერიშის კითხვები“.ჩვენ უკეთ გავერკვიეთ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები და პარალელურად ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება google doc-ების საშუალებით
და გაზიარებულ დოკუმენტებში მუშაობა. შემდეგ, ჩვენი პროექტისთვის ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვა და ჩავწერეთ პროექტის პროექტის გეგმის შაბლონში. ეს შეკითხვები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ინფორმაციას.
Subscribe to:
Posts (Atom)